აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება. რაც შეეხება განრიგს, თბილისიდან გასვლის დრო - 08:40, ჩასვლის კი - 14:24 საათი იქნება.  "ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით"-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოთის საგამოფენო სივრცეში, ნიკო ნიკოლაძის ექსპონატებია წარმოდგენილი

ქალაქ ფოთის საგამოფენო სივრცეში, ნიკო ნიკოლაძის საოჯახო ნივთების, ფოტოებისა და საარქივო დოკუმენტების გამოფენა გაიხსნა. ფოთის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთები, საოჯახო ალბომები და ხელნაწერები. წარმოდგენილი ექსპონატების დათვალიერება ქალაქ ფოთის საგამოფენო დარბაზში, 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...

ფოთში სამედიცინო აქცია ჩატარდება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, 20-21 აპრილს, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. სამედიცინო აქციის ფარგლებში ხელმისაწვდომი სერვისებია: ოფთალმოლოგის კონსულტაცია; კარდიოლოგის კონსულტაცია; თერაპევტის კონსულტაცია; ასევე შესაძლებელია პაციენტებმა ჩაიტარონ ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ღრუს ექოსკოპია.

ფოთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ქალაქ ფოთში, მოქალაქეს, კუთვნილ შენობა-ნაგებობაში განთავსებულ დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროში ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული. "ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის...

მეუფე გრიგოლი-შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები

შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები - თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და საქართველოსთვის, - ამის შესახებ მეუფე გრიგოლის განცხადებაშია ნათქვამი. "ჩვენი სამშობლო და მისი სახელმწიფოებრიობა, თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე, უმძიმეს და ურთულეს გზას გადის. მიუხედავად ამ გზაზე არსებული სირთულეებისა და განსაცდელისა,...

არტ-თერაპიის ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა “ჩემი ფერადი სამყარო” მოეწყო

ფოთის საგამოფენო დარბაზში, არტ-თერაპიის ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა "ჩემი ფერადი სამყარო" მოეწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, არტ-თერაპიის წრე, ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 2023 წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა. თერაპიები, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 6 თვის მანძილზე ა(ა)იპ აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში მიმდინარეობდა. სერვისით სრულიად უფასოდ სარგებლობენ ფოთში მცხოვრები განვითარების ეტაპების შეფერხების...

“კოლხმა რაინდებმა” პორტუგალიის ახალგაზრდულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის U15 რაგბის გუნდმა „კოლხი რაინდები", ევროპის ერთ-ერთ მასშტაბურ ტურნირში - „პორტუგალიის ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ში“ მიიღო მონაწილეობა. ფოთის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 95 გუნდი, სულ - 9000 მოთამაშე. "კოლხმა რაინდებმა" მე-6 ადგილი დაიკავეს, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც 32 გუნდისგან შედგებოდა. "კოლხი რაინდები" პირველად ასპარეზობდა აღნიშნულ ტურნირში.

ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე, 125 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ფოთის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან. მემორანდუმს ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოაწერა. მისი განცხადებით, პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემებისა და საჯარო სერვისების განვითარებას, მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.