ფოთში, ვალერი გეგიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტს მერიის ინფორმაციით, ვალერი გეგიძე ინოვაციების და სიახლეების ინიციატორი იყო. მან საფუძველი ჩაუყარა ფოთის ნავსადგურის აბრეშუმის კარიბჭედ ქცევას. მისი მხარდაჭერით 200-მდე ახალგაზრდას საშუალება მიეცა საზღვარგარეთ მიეღო განათლება.
ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე, 125 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის სამი ფენა, მოეწყო ტროტუარები, მიერთებები, სანიაღვრე არხები და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ჩატარდა.
ფოთი ინოვაციურ კონკურსს “ფოთის სითითონს” მართავს
ფოთის მუნიპალიტეტის მერია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ინოვაციურ კონკურსს ფოთის სითითონს მართავს, რომელიც ქალაქის ეკონომიკური ზრდისა და პოზიტიური ურბანული ცვლილებებისკენ არის მიმართული. კონკურსში მონაწილეობას იღებს, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი. პროექტ "ფოთის სითითონის“ ფარგლებში, ინსპირაციისა და ქალაქის შესახებ ცოდნის გაუმჯობესების მიზნით,...
1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება. კონკურსში მონაწილეობისთვის 15 თებერვლიდან - 1 მარტამდე გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge
ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სსიპ ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოცხადდა. მიღებულ იქნა ორი კანდიდატის საკონკურსო დოკუმენტაცია, თუმცა, კონკურსის შედეგად, სამინისტროსთან არსებულმა პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევმა...
იმ მედიკამენტების სია გამოქვეყნდა, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...
ფოთის თეატრმა გორში ილიას “განდეგილი” წარმოადგინა
18 ოქტომბერს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გორის სცენაზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა და რომლის პრემიერაც საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება. პირველი თელავი იყო, ამჯერად კი - გორი. გორში გამართულ პრემიერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ...
ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა
ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, წელს ფესტივალს ათი დღის განმავლობაში, ფოთის ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს. მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს. საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისთვის...