გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია...
ფოთში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ფოთში, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროგრამებისა და დაგეგმილ პროექტების შესახებ, რომლებიც დევნილთა დასახლებაში ხორციელდება.
საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსდა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსდა. "ასევე, წელს, პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სტუდენტებისთვის ამოქმედდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სასწავლებლის სტუდენტებს ფოთის მერიაში უმასპინძლა და აღნიშნული სიახლეები პირადად გააცნო."-აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთი” მზად არის, პორტის გაფართოების პროექტში ინვესტიცია განახორციელოს
„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ სურვილი და მზაობა...
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
მალთაყვაში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთში, მალთაყვაში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ბაზის მშენებლობა სამინისტროს ინიციატივით 2023 წელს დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბაზა მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის...
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. "წელს პირველად, განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით: უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე - 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი. და სიახლე - სტიპენდია გაიცემა ქალაქ...
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....