ფოთის საგამოფენო დარბაზში, არტ-თერაპიის ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა "ჩემი ფერადი სამყარო" მოეწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, არტ-თერაპიის წრე, ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 2023 წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა. თერაპიები, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 6 თვის მანძილზე ა(ა)იპ აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში მიმდინარეობდა. სერვისით სრულიად უფასოდ სარგებლობენ ფოთში მცხოვრები განვითარების ეტაპების შეფერხების...
“კოლხმა რაინდებმა” პორტუგალიის ახალგაზრდულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის U15 რაგბის გუნდმა „კოლხი რაინდები", ევროპის ერთ-ერთ მასშტაბურ ტურნირში - „პორტუგალიის ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ში“ მიიღო მონაწილეობა. ფოთის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 95 გუნდი, სულ - 9000 მოთამაშე. "კოლხმა რაინდებმა" მე-6 ადგილი დაიკავეს, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც 32 გუნდისგან შედგებოდა. "კოლხი რაინდები" პირველად ასპარეზობდა აღნიშნულ ტურნირში.
ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე, 125 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ფოთის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან. მემორანდუმს ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოაწერა. მისი განცხადებით, პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემებისა და საჯარო სერვისების განვითარებას, მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. ფოთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა სიმბოლურად 21 ფრანი გაუშვეს. ,, ცეკვის აკადემიის გოგონათა ჯგუფის" მიერ შესრულდა ცეკვის კომპოზიცია. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის...
N-15 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, N-15 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება შენობის ფასადი, სახურავი, სკოლის შიდა ინტერიერი სრულად-საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოეწყობა ეზო. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო...
ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება
ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...
ფარნავაზ მეფის ქუჩის N1 საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ფარნავაზ მეფის ქ. N1 საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მერმა მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია – დასრულებულ პროექტებზე, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე. ასევე მოისმინა ადგილობრივების მოთხოვნები და შესაბამისად დაიგეგმა ეზოს კეთილმოწყობა.
პოლიციამ ფოთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია. შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია...