ფოთში, პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა 25 წარჩინებული ფოთელი მოსწავლე. პროგრამას ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს...
5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს....
ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა
ფოთში კოსტავას, გამსახურდიას, დავითაიას, 8 მარტის და კრატასიუკის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი, განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. "იცვლება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესი კოსტავას და მარჯანიშვილის ქუჩებზე. კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გახდება ცალმხრივი - რუსთაველის...
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს...
1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. “თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის...
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 37 ახალგაზრდა გახდა
2024 წელს სტიპენდია გაიცა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების სტუდენტისათვის. პროგრამის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია ხუთმა სტუდენტმა მოიპოვა. ასევე, ტრადიციულად სტიპენდია გაიცა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის ფოთელი სტუდენტებისთვის. პროგრამის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია 32-მა...
1 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...
ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა
ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა. 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამაკაცი კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის მე-9 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა მისცა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე თქმით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით საქართველო გააწევრიანოს ევროკავშირში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით...