გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდიას დღეს, 86 წლის გახდებოდა. 34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას:...
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-31 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...
ფოთელი სპორტსმენების წარმატება
22-23 მარტს, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდა უშუ-კუნგფუს საერთაშორისო ღია ჩემპიონატი, რომელშიც ორმა ფოთელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს. მარიამ არზიანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა, გვანცა ქარჩავამ კი 3 ვერცხლის მედალი.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება. უწყების ცნობით, განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით: "უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე - 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი. ასევე, სტიპენდია გაიცემა ქალაქ...
ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქემ ალუმინის გასაბერი ნავიდან ელექტროიარაღით უკანონოდ მოიპოვა კეფალის სახეობის 2,2 კგ. თევზი. "ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში...
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “ქ. თბილისში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება....
ფოთის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა
ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა. საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” და ,,მრავალფუნქციური სოციალური სივრცე’’ დასახელდა. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. ფოთის მერიიდან პრიზი მდგრადი განვითარების და ინოვაციების სამსახურის უფროსს, თეონა გეთიას გადაეცა. კერძო -...
24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება
გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი...
ფოთში ახალი მიკრო სესხების გაცემის პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი მიკრო სესხების გაცემის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქალაქ ფოთში. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა. საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან ფოთის მერიასა და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში , მუნიციპალიტეტის ინიციატივით...