საქართველოს შსს მომსახურების სააგგენტოს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს ბათუმისა და ოზურგეთის სტრუქტურულ ერთეულებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული. ასევე, ფოთის სტრუქტურულ ერთეულში შეჩერებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი). "დიდთოვლობის გამო, იმ ქალაქებში, სადაც შეფერხებულია ან შესაძლოა შეფერხდეს საგამოცდო პროცესი, კანდიდატებისთვის გავრცელდება სპეციალური შეღავათები, კერძოდ: პრაქტიკული გამოცდის...
თოვის გამო, დღეს და ხვალ ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია
ძლიერი თოვის გამო, დღეს და ხვალ ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, ასევე, დღეს შეჩერებულია სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებშიც. ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაადგილება უჭირს ავტომანქანებს. უწყების ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკის მიერ იწმინდებოდა ქალაქის ქუჩები. ხიდებზე დაიყარა ტექნიკური...
23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. “საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა....
ფოთის სასამართლომ შავი ზღის დაბინძურებისთვის გემი ათასი ლარით დააჯარიმა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 20 000 ლარზე მეტია. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა...
19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...
ფოთმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა
ფოთმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ჯამში წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი ვაკანსია. ფოთის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კომპანია ,,ბლექ სი პეტროლიუმი“ ახალი ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით მაღალანაზღაურებად პოზიციებს სთავაზობს. ასევე, კომპანია დასაქმებულებს ადგილზე პროფესიული უნარების განვითარებასა და გადამზადებაში შეუწყობს ხელს. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელ ადგილსა და კვებას.
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული
გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება....
გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. “ქ. თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება....
ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეები, რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული მოტორიანი ნავის საშუალებით, უკანონო თევზჭერას თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული კეფალის სახეობის 51...