“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” განახორციელა პროექტი

წელს, პირველად "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" განახორციელა პროექტი: საზაფხულო სკოლა თანამშრომლების შვილებისთვის. ორკვირიანი საზაფხულო სკოლის ფარგლებში, პროექტის 15 მონაწილეს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა გასცნობოდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის - ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას, გარემოს, სადაც მათი მშობლები არიან დასაქმებულები და ამავე დროს მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა დეპარტამენტში, მათივე ინტერესის შესაბამისად. სწავლების...

ფოთში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

19 ივლისს, 10:00 საათიდან, ქალაქ ფოთში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის აქცია. "ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ექნება გაიღოს სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად. კამპანიაში ჩართვის მსურველი მოხალისეები შეგიძლიათ მობრძანდეთ მისამართზე: ქალაქი ფოთი, აღმაშენებლის 12, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა.'-აღნიშნულია ინფორმაციაში. სისხლის უანგარო დონაციის აქცია ,, გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით...

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. “პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები,...

ფოთში “ნანა ალექსანდრიას თასი -2024” გაიხსნა

დღეს, ფოთში, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი -2024" გაიხსნა. მასში 14 ქვეყნის 450-ზე მეტი მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს. "საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მისი ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო...

ფოთში “კეფალის ფესტივალი” გაიმართება

17 აგვისტოს, ფოთში, "კეფალის ფესტივალი" გაიმართება. ინფორმაცია ფესტივალის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. ღონისძიებები ოქროს ტბაზე ჩატარდება. დაგეგმილია სპორტული თამაშები, კვესტები, მასტერკლასები, ქალთა რბოლა, იოგა, ცეკვა, წყლის თამაშები და საბავშვო წუთები. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალის სლოგანია "გავაფერადოთ შავი ზღვა".

პირველი ოქტომბრიდან, გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზრდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპრექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობისა და შავი ზღვის დაბინძურების პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონით, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები მნიშვნელოვნად მკაცრდება. “65 ათასი ლარიდან 100...

ფოთი დრიფტის სერიების მესამე ეტაპს უმასპინძლებს

13 -14 ივლისს, ფოთი საქართველოს დრიფტის სერიების მე-3 ეტაპს მასპინძლობს. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საუკეთესო დრიფტერები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. Georgian Drift Series - betlive Racing Season 2024-ის ფარგლებში ჩატარდება.

ფოთში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

ფოთის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. აღნიშნული აქცია მოქმედებს შემდეგი ჯგუფებისთვის: ბავშვები და მოზარდები - 5-დან 18 წლამდე; პენსიონერები; სოციალურად დაუცველები - (1000-დან 70 000 ქულამდე); აქციის ფარგლებში, უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია შემდეგ სპეციალისტებთან: ოჯახის ექიმი; პედიატრი; ნევროლოგი; ტრავმატოლოგი; უროლოგი. სამედიცინო აქციები გაიმართება: 12 და 19 ივლისს...

ფოთში საზღვაო სეზონი გაიხსნა

ფოთში, საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში, განახლებულ სანაპიროზე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პლაჟის თამაშებში - ფეხბურთში, ფრენბურთსა და რაგბიში. მალთაყვის სანაპირო ზოლზე მოეწყო ახალი საჩრდილობლები, საშხაპეები, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. რეაბილიტირდა სველი წერტილები. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, საღამოს მალთაყვის სანაპირო ზოლზე გაიმართა გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას...

ფოთის სკოლებში სოციალური ინოვაციების სწავლება დაიწყო

"ეიპიემ ტერმინალს ფოთისა" და bp-ის ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ფოთის მერიასთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ინფორმაციით, პროგრამის "სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ ფარგლებში ფოთის ათი საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე დაეუფლება სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნებას, უკვე ჩამოყალიბებულ ჯგუფებში განიხილავენ...