ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება. ​უწყების ცნობით, განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით: "უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე - 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი. ​ასევე, სტიპენდია გაიცემა ქალაქ...

ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქემ ალუმინის გასაბერი ნავიდან ელექტროიარაღით უკანონოდ მოიპოვა კეფალის სახეობის 2,2 კგ. თევზი. "ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში...

მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “ქ. თბილისში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება....

ფოთის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა

ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა. საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” და ,,მრავალფუნქციური სოციალური სივრცე’’ დასახელდა. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. ფოთის მერიიდან პრიზი მდგრადი განვითარების და ინოვაციების სამსახურის უფროსს, თეონა გეთიას გადაეცა. კერძო -...

24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი...

ფოთში ახალი მიკრო სესხების გაცემის პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი მიკრო სესხების გაცემის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქალაქ ფოთში. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა. საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან ფოთის მერიასა და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში , მუნიციპალიტეტის ინიციატივით...

დავით ფაცაციამ ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ფოთსა და ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, დავით ფაცაციამ ისაუბრა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ადგილზე გაეცნო დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. „ფოთში, გაგრის ქ. №11-ში მდებარე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ...

17 მარტის დღის ბოლოდან წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. უწყების ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. “საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა...

შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

12-13 მარტს, ეიპიემ ტერმინალს ფოთის ორგანიზებით, შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო დონის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროს 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა.