ფოთის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში 20 მილიონი ლარის ღირებულების გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება მნიშვნელოვანი დატვირთვის 10 ქუჩაზე. უწყების ცნობით, ჯამში, 17 კმ-ზე მეტი სიგრძის გზის მონაკვეთზე, დაიგება 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროცესში დაზიანებული...
„ოცნებამ“ ფოთი, სენაკი, ხობის დელეგატად გიორგი ხახუბია წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. ფოთი, სენაკი, ხობის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის დელეგატი გიორგი ხახუბია იქნება.
შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განხორციელდა, მიღებული შედეგები კი ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. “შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და...
ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის ე.წ პილიკანის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს 27 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი. "დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ...
ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებს ახორციელებს. ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქ ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს: ჭალადიდი, ქვემო...
რიკოთის ახალი 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია. “დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება....
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024...
ფოთში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საომარ მოქმედებებს, ფოთში, 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 80-მდე კი დაშავდა.
ოჯახი დაჩი ქარჩავას ეძებს
ოჯახი მეორე დღეა, ფოთში მცხოვრებ 13 წლის მოზარდს დაჩი ქარჩავას ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გუშინ წავიდა სახლიდან, მშობლების ნებართვის გარეშე. "მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, გუშინ, ფოთიდან ბათუმში წამოვიდა. ჩამოვიდა საბაგიროსთან. მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. თუ სადმე შენიშნავთ, ან გაქვთ მასზე რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დაეხმაროთ ოჯახს და დაურეკოთ ნომერზე. 551 11 40...
დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.