შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შსს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. “ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს...
ფოთში, ლიეპაიას ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ქალაქ ფოთში, ლიეპაიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგო 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გადასასვლელი ხიდ-ბოგირები, გარე განათება. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის...
ფოთში 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ქალაქის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიენიჭა აკაკი ბასარიას, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ბესიკ მანჯავიძე დასახელდა. აკაკი ბასარიამ ერევანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობა კრივში ჭაბუკებს შორის მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ დისტანციაზე გახდა გია გაბედავა, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი მიენიჭა ზურაბ მალანიას. ევროპის ჩემპიონატზე კანოე-სპრინტში არაოლიმპიურ 200 მეტრ...
ფოთი “თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე” მუნიციპალიტეტად დასახელდა
ქალაქი ფოთი "თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე" მუნიციპალიტეტად დასახელდა. პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ღონისძიება - „2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და...
3-5 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...
ფოთის მერმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ 2023 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მერმა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაზე, განათლების ხელშეწყობის პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ფოტო: ფოთის მერია
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...
ფოთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ფოთის მუნიციპალიტეტში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საკონცერტო პროგრამით ფოთელების წინაშე წარსდგნენ: ანრი ჯოხაძე, ქრისტინე იმედაძე, დუეტი ,, ჯორჯია", ბენდი ,,ერთი შანსი". საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ფოტო: ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
ხვალ, ფოთში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება
22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფოთის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება. საკონცერტო პროგრამით წარსდგებიან: ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, მაგდა ჯოხაძე, ქრისტინე იმედაძე, დუეტი ,, ჯორჯია", ბენდი ,,ერთი შანსი". ღონისძიების წამყვანები იქნებიან: ჯანო იზორია და ეკო ფანგანი.
ფოთში 7 იანვარს საახალწლო ღონისძიება გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 7 იანვარს ფოთში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ჩატარდება ცენტრალურ პარკში, რუსთაველის მოედანზე. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00-14:00 - საახალწლო მელოდიები. 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები. 14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრის და ზღაპრის გმირების მსვლელობა. 14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო...