ფოთში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, ელექტროგადამცემი სადენები. "ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. დილიდან, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან იწმინდება გზები. სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩართულები არიან ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის და მერიის...
სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის იფორმაციით, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საზოგადოების წევრებთან ერთად, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა....
ფოთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ...
ფოთელი სპორტსმენი სპორტულ კარიერას იტალიაში გააგრძელებს
ფოთელი სპორტსმენი ნიკოლოზ მესხი სპორტულ კარიერას იტალიაში „Basket Casapulla“-ში გააგრძელებს, სადაც ის ფოთის „ირაოდან“ გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს. "ნიკოლოზ მესხმა, სიმბოლურად ჩემს კაბინეტში მოაწერა ხელი იტალიურ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს. ფოთის კალათბურთის სკოლის ისტორიაში მსგავსი ტრანსფერის შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ასეთ სპორტსმენებს გზა გავუკვალოთ...
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება...
მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...
ფოთში აეროლოგიური დაკვირვების სადგური გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ქალაქ ფოთში გარემოს ეროვნული სააგენტოს აეროლოგიური დაკვირვების სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნო. ნინო თანდილაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ნილს ქრისტენსენი და ქ. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია. გარემოს ეროვნული სააგენტოს...
ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი გაიხსნა
ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო როგორც შიდა ინფრასტრუქტურა ასევე გარე სივრცე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 3 885 000 ლარი შეადგინა. ქალაქ ფოთის...
ფოთში საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა
ფოთში განახლებული საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა. სკოლისთვის შეძენილია ახალი ცხენები, რომლებზეც ივარჯიშებენ მოსწავლეები 10 წლიდან. ასევე, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაისეირნონ პონით.
ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები. ასევე, მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პროექტირება და წლის ბოლომდე იგეგმება აღნიშნული სამუშაოების განხორციელება. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს