გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12,...
ფოთში აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
ფოთში, ნიჩბოსნობის ახალ ბაზაზე, აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 100 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას ახალი მარშუტი დაემატა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ფოთში, B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს ახალი საგამოცდო მარშრუტი დაემატა. სააგენტოს ცნობით, საგამოცდო მარშრუტი №6 შემდეგი მიმართულებით განისაზღვრა: მომსახურების სააგენტოს ტერიტორია, ჭავჭავაძის ქ, სამეგრელოს ქ, გეგიძის ქ, გორგასლის ქ, დავით აღმაშენებლის ქ, თამარ მეფის ქ, ბერდიანსკის ქ, დემეტრე თავდადებულის ქ, მშვიდობის ქ,...
12-14 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 12-14 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება....
დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. გიორგი ნადარაიას ეკონომიკური განათლება აქვს. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია (ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხები). გიორგი ნადარაია სხვადასხვა დროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მუშაობდა. 2020 წლიდან დღემდე იყო...
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები. “ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ: გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მდებარეობს სასაკლაო; იმ სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი; ხორცის...
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო დღეებში წვიმა იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო...
5-7 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტო 5-7 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება....
ხვალ დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...