Blog

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს 

ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...

გიორგი გაბედავა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია

სლოვაკეთში, ახალგაზრდებს შორის კანოეს ევროპის ჩემპიონატზე ფოთელმა ნიჩბოსანმა გიორგი გაბედავამ წარმატებით იასზპარეზეა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სპორტსმენმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,980 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა.

1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

“სოციალური ინოვაციები მომავლისთვის”

საგანმანათლებლო პროგრამის “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვeდრაზე, ფოთის საჯარო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეები, გუნდის მენტორებთან ერთად ჩართულები იყვნენ დიზაინის აზროვნების და სოციალური ინოვაციების შესახებ ვორქშოფებში. პროგრამა მიზნად ისახავს ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას სოციალური ინოვაციების და დიზაინის აზროვნების მიმართ, მათი აქტიური ჩართულობის...

ფოთში “პალიტრა ფოთი 2024” გაიხსნა

ქალაქ ფოთში საერთაშორისო პლენერი "პალიტრა ფოთი 2024" გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პლენერის მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ერთი კვირის მანძილზე შექმნიან 20-მდე ფერწერულ ტილოს, რომლებიც სამხატვრო სასწავლებლის საგამოფენო სივრცეში განთავსდება. საერთაშორისო პლენერი ფოთში უკვე მესამედ იმართება. მისი მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებთან ერთად...

ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...

მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, სრულად გადაიხურა 7 მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი: კოსტავას ქუჩა N10; სამეგრელოს ქუჩა N34; სამეგრელოს ქუჩა N36; აღმაშენებლის ქუჩა N28; კაცაძის ქუჩა N6; 9 აპრილის ხეივანი N33; ჩხეიძის ქუჩა N6-ში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 4 მისამართზე: მემედ აბაშიძის N14;...

25-26 ივნისს ზღვაზე შტორმია ნავარაუდევი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიანი უფასო კურსი გრძელდება

ფოთის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსებზე მიღება გრძელდება. კურსი განკუთვნილია ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესწავლას. პრაქტიკული...