Blog

ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ ინიციატივა წარადგინა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, პირველი მოსმენით წარადგინა საპორტო ქალაქებში ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცვლილების შედეგად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საპორტო ქალაქებში საშუალება ექნებათ დააწესონ ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულ ერთ კონტეინერზე არაუმეტეს 30 ლარის...

ფოთში მომავალ წელს დაგეგმილია ორი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია

2023 წელს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სრულად რეაბილიტირდა სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის N 2 საჯარო სკოლა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სკოლის შიდა ინტერიერი - დერეფნები, საკლასო ოთახები, სამასწავლებლო. კეთილმოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რესურს ოთახი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები. განახლდა შენობის სახურავი. ამ ეტაპზე...

წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოთში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის პრაქტიკული მიდგომები ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში. საჯარო სექტორში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებაა, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციულ სტრუქტურებში, მათ შორის...

“არა ფემიციდს”

ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის  და გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს, ფოთის მე-2, მე-11  და მე-15 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შეხვედნენ.     საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურორებმა ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის...

ფოთში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ფოთში, 8 სხვადასხვა ლოკაციაზე მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა კუნძულის სანაპიროზე ჩოგბურთის კორტის კეთილმოწყობის სამუშაოები.

სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...

სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...

ფოთში 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. "თბილისში 4-5 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 დეკემბერს...

ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება ტერიტორიის დასუფთავება. "გუშინ შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შედეგად, დაზიანდა კუნძულის სანაპიროს ინფრასტრუქტურა. რამდენიმე ადგილას ზღვამ დაანგრია ჯებირები. იმის გამო, რომ წყალს არ მიეღწია სანაპიროსთან ახლოს მდებარე მოსახლეობამდე და სასაფლაომდე, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა...