ქალაქი ფოთი "თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მქონე" მუნიციპალიტეტად დასახელდა. პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ღონისძიება - „2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და...
Blog
3-5 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...
ფოთის მერმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ 2023 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მერმა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაზე, განათლების ხელშეწყობის პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ფოტო: ფოთის მერია
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...
ფოთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ფოთის მუნიციპალიტეტში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საკონცერტო პროგრამით ფოთელების წინაშე წარსდგნენ: ანრი ჯოხაძე, ქრისტინე იმედაძე, დუეტი ,, ჯორჯია", ბენდი ,,ერთი შანსი". საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ფოტო: ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
ხვალ, ფოთში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება
22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფოთის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება. საკონცერტო პროგრამით წარსდგებიან: ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, მაგდა ჯოხაძე, ქრისტინე იმედაძე, დუეტი ,, ჯორჯია", ბენდი ,,ერთი შანსი". ღონისძიების წამყვანები იქნებიან: ჯანო იზორია და ეკო ფანგანი.
ფოთში 7 იანვარს საახალწლო ღონისძიება გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 7 იანვარს ფოთში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ჩატარდება ცენტრალურ პარკში, რუსთაველის მოედანზე. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00-14:00 - საახალწლო მელოდიები. 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები. 14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრის და ზღაპრის გმირების მსვლელობა. 14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო...
ფოთი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტი „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ 2023 წლის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლას“ ფოთის მერია, უკვე მეორე წელია, წარმატებით ახორციელებს. "პროექტის მონაწილე მოზარდები ათი დღის განმავლობაში ეუფლებიან სამსახიობო ხელოვნებას, კინოდრამატურგიას, კინოსაოპერატორო ხელოვნებას, კინორეჟისურას და მონტაჟს,...
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ ინიციატივა წარადგინა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, პირველი მოსმენით წარადგინა საპორტო ქალაქებში ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცვლილების შედეგად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საპორტო ქალაქებში საშუალება ექნებათ დააწესონ ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულ ერთ კონტეინერზე არაუმეტეს 30 ლარის...