Blog

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი იზრდება

მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. „მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული...

მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დასახელების ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს მაღალი...

სახალხო დამცველი პენსიონერებისთვის განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას მოახდენს და სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. “საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას სს...

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ...

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“(უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე...

ხვალ ფოთში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

7 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ფოთში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილი: ცენტრალური პარკი, რუსთაველის მოედანი N3 13:00-14:00 - საახალწლო მელოდიები 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები 14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრის და ზღაპრის გმირების მსვლელობა 14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების...

ტრანსპორტისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულო გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შსს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. “ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს...

ფოთში, ლიეპაიას ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქალაქ ფოთში, ლიეპაიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგო 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გადასასვლელი ხიდ-ბოგირები, გარე განათება. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის...

ფოთში 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქალაქის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიენიჭა აკაკი ბასარიას, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ბესიკ მანჯავიძე დასახელდა. აკაკი ბასარიამ ერევანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობა კრივში ჭაბუკებს შორის მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ დისტანციაზე გახდა გია გაბედავა, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი მიენიჭა ზურაბ მალანიას. ევროპის ჩემპიონატზე კანოე-სპრინტში არაოლიმპიურ 200 მეტრ...