Blog

დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

პარკში მულტიფუნქციური ​ადაპტირებული სივრცე მოეწყო​

ფოთ​ის ცენტრალურ პარკში მულტიფუნქციური ​ადაპტირებული სივრცე მოეწყო​. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა​ხალ სივრცეში განთავსებულია ლედ მონიტორი,​ დეკორაციული კონსტრუქციები, SDG ინსტალაცია,​ დამონტაჟდა შ​ეზღუდული შ​ესაძლებლობის მ​ქონე პირთათვის​ ადაპტირებული ატრაქციონები​ და ჭადრაკის მაგიდები​, სივრცისთვის საჭირო სხვა ინვენტარი​. ინფორმაციისთვის: მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "მერები ეკონომიკური ზრდისთვის“​ (M4EG​) პროექტ...

მთავრობა: 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ...

“ხელოვნების ძალა”

ფოთში, შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა "ხელოვნების ძალა“ მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა, 19-21 თებერვლის ჩათვლით, ქალაქ ფოთის აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში ხორციელდება და მასში ბავშვთა ცენტრში მყოფი მოზარდები მონაწილეობენ. შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ფოთის ბავშვთა ცენტრში მყოფი მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარება და წარმოჩენა. საგანმანათლებლო პროგრამა ,,ხელოვნების ძალა“ ქალაქ...

ფოთში “სივრცე ახალგაზრდებისთვის” გაიხსნა

ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების შენობაში, "სივრცე ახალგაზრდებისთვის" გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "სივრცე ახალგაზრდებისთვის" UNICEF მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანია ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობის შექმნა ახალგაზრდებისთვის, შემეცნებისა და განვითარების გზების აღმოჩენა,იდეების გაზიარება.

აბაშის მუნიციპალიტეტმა “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. აბაშის მუნიციპალიეტის მერიის ინფორმაციით, "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები აბაშის 12 სამიზნე სოფელში (გაღმა ზანათი, გამოღმა ზანათი, გაღმა კოდორი, გამოღმა კოდორი, გულეიკარი, ეწერი, კეთილარი, ნაესაკოვო, სუჯუნა, წალიკარი, გეზათი, გულუხეთი), სადაც სპეციალისტების დახმარებით, ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, Google რუკითა...

ფოთის მერმა ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე არზიანის ქუჩის მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ასევე მოისმინა ადგილობრივების როგორც ინდივიდუალური ისე საერთო საჭიროებების შესახებ.

განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს.­ უწყების ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. „საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები....

შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

“ოკსიჯენ” ქართულ-თურქული კლინიკა თქვენი ჯანმრთელობისთვის

უმაღლესი ხარისხის ამომწურავი სამედიცინო მომსახურებით და თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკის მუდმივი განვითარებით, კლინიკა OKSIJEN მოწოდებულია დაამკვიდროს ქართული მედიცინის ახალი სტანდარტი, გააქროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული შიში და შეიქმნას საიმედოობის ურყევი რეპუტაცია. კლინიკაში თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ჩატარდება, იფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური...