Blog

ხვალიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...

ფოთში მობილური საკონსულტაციო კამპანია მიმდინარეობს

ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა, ადვოკატი ქეთევან გვაზავა და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა, იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში ესტუმრნენ ქალაქ ხობისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნოჯიხევის, ხეთას და ხამისკურის მოსახლეობას. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად იურისტებმა ადგილობრივებს მიაწოდეს ინფრომაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, დაარიგეს საინფორმაციო...

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებ​ები გაიმართა ფოთის ცენტრალურ პარკში.​ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო სპეციალური გასართობი სივრცე ზღაპრის გმირების მონაწილეობით​. ​მაყურებელი დაესწრო ​ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა​ - გაყიდვა​ს, სხვადასხვა სახის ვორქშოფ​სა და ადგილობრივი შემსრულებლების თეატრალურ წარმოდგენებ​ს. ​კულტურული ღონისძიებები კი დ​აასრულა ბენდ "გრიფის" კონცერტ​მა.

პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა. შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში...

ფოთის მუნიციპალიტეტს ევროკავშირმა, პროექტ EU4Culture ფარგლებში, 30 000 ევროს ოდენობით გრანტი გადმოსცა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტ EU4Culture ფარგლებში, 30 000 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგრანტო დაფინანსება მიზნად ისახავს პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას. "2024 წელს, მიღებულ გრანტს, ფოთის მუნიციპალიტეტი კულტურის განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში არსებული კულტურული აქტივობების განსახორციელებლად გამოიყენებს და სექტემბერში გამართავს...

ხვალიდან წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია...

ფოთში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ფოთში, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროგრამებისა და დაგეგმილ პროექტების შესახებ, რომლებიც დევნილთა დასახლებაში ხორციელდება.

საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსდა. "ასევე, წელს, პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სტუდენტებისთვის ამოქმედდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სასწავლებლის სტუდენტებს ფოთის მერიაში უმასპინძლა და აღნიშნული სიახლეები პირადად გააცნო."-აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთი” მზად არის, პორტის გაფართოების პროექტში ინვესტიცია განახორციელოს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ სურვილი და მზაობა...

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.