Blog

ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...

ფარნავაზ მეფის ქუჩის N1 საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ფარნავაზ მეფის ქ. N1 საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მერმა მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია – დასრულებულ პროექტებზე, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე. ასევე მოისმინა ადგილობრივების მოთხოვნები და შესაბამისად დაიგეგმა ეზოს კეთილმოწყობა.

პოლიციამ ფოთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია. შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია...

N 2 საჯარო სკოლა ხელბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპის გამარჯვებულია

ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N 2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა ნაკრები ხელბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპის გამარჯვებულია. ფინალური შეხვედრები, გოგონებსა და ვაჟებს შორის, ფოთის ხელბურთის სკოლის დარბაზში ჩატარდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის...

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...

ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. “სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული,...

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის საყურადღებოდ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი ხუთი მილიონი ლარია. „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის...

მემორანდუმი გაფორმდა “ოკსიჯენსა” და თურქეთის წამყვან კლინიკას შორის

20 მარტს, თურქეთის რესპუბლიკაში, უვადო მემორანდუმი გაფორმდა ქართულ-თურქული კლინიკა “ოკსიჯენსა” და თურქეთის წამყვან კლინიკას შორის. სტუმართა დელეგაციაში შედიოდნენ: თურქეთის წამყვანი კლინიკის გენერალური დირექტორი იასემინ თურანი, ქართულ-თურქული კლინიკის “ოკსიჯენის” დამფუძლებელი გოჩა მოსია, საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია, რომელიც ასევე პროექტის ხელმძღვანელია. შეხვედრაზე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც საფუძველი ჩაეყარა ახლო პარტნიორულ ურთიერთობას...

ხვალიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...