Blog

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ფოთში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, შეიქმნას და განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე ორიენტირებული ინიციატივები. უწყების ცნობით, პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქ ფოთში ახალგაზრდების ინტერესებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული ​საქმიანობის განხორციელებას. "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის განსახორციელებლად, ფინანსური ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ)...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ფოთში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. "საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფოთში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების...

მეუფე გრიგოლმა დალოცა ფოთის წმ. ნიკოლოზის საშუალო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები

დღეს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, საეპარქიო სახლში მიიღო და დალოცა ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლების ბოლო ზარის შემდეგ ესტუმრნენ მეუფე გრიგოლს. ინფორმაციას ფოთისა და ხობის ეპარქია ავრცელებს

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...

ფოთში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ფოთში, სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. ინფორმაციისთვის: ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს, ქვეყანაში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ფოტო:...

ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრმაციით, პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ფოთელ ქალბატონს შეუძლია უფასოდ გაიაროს სასწავლო კურსი და შედეგად, D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს. უწყების ინფორმაციით, პროექტს „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი“ ფოთის მერიასთან ერთად ახორციელებს. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების...

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...

“ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის”

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის". კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მოსახლეობას. შემოგვიერთდი პროგრამაში, თუ მუშაობ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხარ სამეგრელოს რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას და ინოვაციური სტარტაპების შექმნას."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად და ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო. ფაშიზმის წინააღმდეგ ომში შვიდასი ათასი ჩვენი თანამემამულე მონაწილეობდა, რომელთაგან სამასი ათასზე მეტი გმირულად შეეწირა ბრძოლას, მათ შორის ორი ათასზე მეტი ჩვენი თანაქალაქელი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე...

“არა რუსულ კანონს”- აქცია ფოთში

„არა რუსულ კანონს“ - ამ სლოგანით ფოთში, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში პოლიტიკურიპარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. მათი განმარტებით, ეს კანონი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფოტო: მეცხრე ტალღა