Blog

ფოთში საზღვაო სეზონი გაიხსნა

ფოთში, საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში, განახლებულ სანაპიროზე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პლაჟის თამაშებში - ფეხბურთში, ფრენბურთსა და რაგბიში. მალთაყვის სანაპირო ზოლზე მოეწყო ახალი საჩრდილობლები, საშხაპეები, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. რეაბილიტირდა სველი წერტილები. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, საღამოს მალთაყვის სანაპირო ზოლზე გაიმართა გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას...

ფოთის სკოლებში სოციალური ინოვაციების სწავლება დაიწყო

"ეიპიემ ტერმინალს ფოთისა" და bp-ის ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ფოთის მერიასთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ინფორმაციით, პროგრამის "სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ ფარგლებში ფოთის ათი საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე დაეუფლება სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნებას, უკვე ჩამოყალიბებულ ჯგუფებში განიხილავენ...

სარსანიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ფოთში, სარსანიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. "ნაბადის უბნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში, სადაც არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ბევრი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, სრულიად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში"- განაცხადა ფოთის მერმა ბექა...

პროცედურაზე მისულ ყველა ონკოპაციენტს, წამალი, სამედიცინო დაწესებულებაში დახვდება

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს,...

ფოთში, მდინარე რიონთან ქალის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს 

ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...

გიორგი გაბედავა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია

სლოვაკეთში, ახალგაზრდებს შორის კანოეს ევროპის ჩემპიონატზე ფოთელმა ნიჩბოსანმა გიორგი გაბედავამ წარმატებით იასზპარეზეა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სპორტსმენმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,980 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა.

1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

“სოციალური ინოვაციები მომავლისთვის”

საგანმანათლებლო პროგრამის “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვeდრაზე, ფოთის საჯარო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეები, გუნდის მენტორებთან ერთად ჩართულები იყვნენ დიზაინის აზროვნების და სოციალური ინოვაციების შესახებ ვორქშოფებში. პროგრამა მიზნად ისახავს ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას სოციალური ინოვაციების და დიზაინის აზროვნების მიმართ, მათი აქტიური ჩართულობის...