ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2 კილომეტრამდე სიგრძის გზის მონაკვეთზე დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ასევე, ტროტუარები, ბეტონის ბორდიურები და გამწვანებული სივრცეები. დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა...
Blog
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა ორი მიმართულებით. "უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე - 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი. და ასევე, სტიპენდია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო...
აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. უწყების ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის...
ფოთში აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
საქართველოს ჩემპიონატი, სამი დღის მანძილზე, მდინარე კაპარჭინასა და ოქროს ტბაზე მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, დუშეთის, მცხეთის, აბაშის, წყალტუბოს, რუსთავისა და თბილისის სანიჩბოსნო სკოლების 125 სპორტსმენი ასპარეზობდა. ფოთის მუნიცი-პალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში წარმატებით იასპარეზე ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატი საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის...
კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება
2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სტაჟიორის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა.
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. “კვლევის შედეგად, პესტიციდების...
ფოთში, ფოტოხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ფოთში, ფოტოხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "შავი ზღვა 2024" გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად, უცხოელი ფოტოხელოვანები მონაწილეობენ, რომლებიც შვიდი დღის მანძილზე ქალაქის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს ფოტოებზე ასახავენ. ფესტივალის მიზანია, ქალაქ ფოთში ფოტოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა. საერთაშორისო ფესტივალი ,,შავი ზღვა 2024" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მესამედ იმართება.
ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა
ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა. ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცენტრი დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი, მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, პროცესში გამოკვეთილ ხარვეზებზე კი მყისიერი რეაგირება ხდება. "ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები დიალიზის სერვისს,...
ფოთში “ნანა ალექსანდრიას თასი – 2024” გაიმართა
ფოთში, XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი - 2024" გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, ფესტივალში უპრეცედენტო რაოდენობის, 14 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს. ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია...