- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში გამწვანების მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.
უწყების ცნობით, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო მალთაყვის სანაპირო ზოლზე, აღმაშენებლის ქუჩასა და დასასვენებელ სივრცეებში.
“გამწვანების ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა ნიადაგისა და კლიმატური პირობების შესაბამისი შესწავლის შედეგების საფუძველზე. სამუშაოების ფარგლებში 27 სახეობის 4000-ზე მეტი ნერგი დაირგო ქალაქის მასშტაბით. ეკოლოგიის დაცვა და მწვანე ნარგავებით ქალაქის განაშენიანება ფოთის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.