- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სასწავლებლის დერეფნები, განახლდა საკონცერტო დარბაზი, დამონტაჟდა ახალი განათების და გახმოვანების სისტემა, მოწესრიგდა ეზო და სველი წერტილები. ასევე მიმდინარეობს ინსტრუმენტების განახლება.
“სახელოვნებო სასწავლებელში ფუნქციონირებს როგორც უფასო, ისე ფასიანი მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თეატრალური და ფოლკლორული განყოფილებები.
მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა ჯაზ-ბენდი “PJ Band”, ასევე გაიხსნა ბიბლიოთეკა.
არჩილ ხორავას სასწავლებელში 450-მდე მოსწავლე ირიცხება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.