ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 37 ახალგაზრდა გახდა

  • 2024 წელს სტიპენდია გაიცა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ​ი, ავტორიზებულ​ი უმაღლეს​ი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების სტუდენტისათვის. პროგრამის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია ხუთმა სტუდენტმა მოიპოვა.

ასევე, ტრადიციულად სტიპენდია გაიცა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ​ი, ავტორიზებულ​ი უმაღლეს​ი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის ფოთელი სტუდენტებისთვის. პროგრამის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია 32-მა სტუდენტმა მოიპოვა.

მუნიციპალური სასტიპენდიო პროგრამა სემესტრული ხასიათისაა. დაფინანსება გაიცემა წელიწადში 2-ჯერ – გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრის შედეგების საფუძველზე. პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს