- ფოთელი სპორტსმენი ნიკოლოზ მესხი სპორტულ კარიერას იტალიაში „Basket Casapulla“-ში გააგრძელებს, სადაც ის ფოთის „ირაოდან“ გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს.
“ნიკოლოზ მესხმა, სიმბოლურად ჩემს კაბინეტში მოაწერა ხელი იტალიურ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს. ფოთის კალათბურთის სკოლის ისტორიაში მსგავსი ტრანსფერის შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ასეთ სპორტსმენებს გზა გავუკვალოთ და უფრო და უფრო მეტის მიღწევაში შევუწყოთ ხელი. ვულოცავ ნიკოლოზს ამ წარმატებას და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სპორტსმენს სათანადო პირობები შევუქმნათ ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.