ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა

  • ქალაქ ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები.

ასევე, მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პროექტირება და წლის ბოლომდე იგეგმება აღნიშნული სამუშაოების განხორციელება.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს