ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. ​განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა ორი მიმართულებით.

“უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე – 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი.

​დ​ა ასევე, ​სტიპენდია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ​ი, ავტორიზებულ​ი უმაღლეს​ი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების 5 სტუდენტისათვის.

თუ ხარ სტუდენტი და გაქვს 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული შედეგები​ – ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე დაფინანსება!

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.

კონკურსში მონაწილეობისთვის 6 აგვისტოდან – 2 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge ან დოკუმენტაცია წარმოადგინეთ მატერიალური სახით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა N12).”-ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/24NcL