- ფოთში, ყველა ქომაგს შესაძლებლობა ექნება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩს დიდ ეკრანზე ადევნოს თვალი.
18 ივნისს, 20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე მოწყობილ დიდ ეკრანზე, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.
19:00 საათიდან, მოეწყობა საზეიმო მსვლელობა დრამერების შოუს და დროშების თანხლებით აღმაშენებლის ქუჩიდან (ბორის პაიჭაძის ძეგლიდან) ნიკო ნიკოლაძის სანაპირომდე.
პირდაპირი ტრანსლირების განრიგი:
18 ივნისი – 20:00 საქართველო – თურქეთი;
22 ივნისი – 17:00 საქართველო – ჩეხეთი;
26 ივნისი – 23:00 საქართველო – პორტუგალია;
ლოკაცია: ნიკო ნიკოლაძის სანაპირო.