- 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფოთის ცენტრალურ პარკში, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.
იხილეთ ღონისძიების პროგრამა:
12:30-13:30 საათი, “ბავშვობა ჯადოსნური სასწაულების დრო“, ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება;
14:00 – 18:00 საათი, სახის მოხატვა, აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სახელოვნებო სასწავლებლის პირველი საფეხურის მოსწავლეთა შემაჯამებელი გამოფენა;
14:00-15:30 საათი, ზღაპრის გმირების და საპნის ბუშტების შოუ, საბავშვო აქტივობები, თემატური გამოფენა-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის საგამოფენო სივრცე;
14:00-16:00 საათი, საქართველოს წითელი ჯვრის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აქტივობა;
15:00 -18:00 საათი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ხატვის სტუდია ,,მზესუმზირების“ აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა, სახის მოხატვა;
15:30-16:30 საათი, ფოტოსესია ზღაპრის გმირებთან;
16:00 საათი, კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი საბავშვო ჯგუფების მონაწილეობით.
ფოთის ცენტრალურ პარკში ატრაქციონები იმუშავებს 12:30 – 21:00 სთ-მდე და ყველა ატრაქციონის ღირებულება 0,50 თეთრი იქნება.