- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის საცურაო კომპლექსში ახალი სპორტული მიმართულებები-ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები ჩამოყალიბდა.
“გუნდებს წვრთნებს, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული მწვრთნელები ჩაუტარებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდას და კონკურენტუნარიანი გუნდების ჩამოყალიბებას.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფებში შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიღება. მათ მოემსახურებიან სპეციალიზებული მწვრთნელები.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.