- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველოს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა “ენერგეტიკისა და კლიმატის პროექტების შემუშავება და განხორციელება” მიმდინარეობს.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება ევროკავშირის პროექტის „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხელმომწერი 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.
სამუშაო შეხვედრის მიზანია, გამოცდილების და ახალი შესაძლებლობების გაზიარების საფუძველზე, გამოწვევების დაძლევის ალტერნატიული გზების ძიება და დამატებით ფინანსურ რესურსებზე წვდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 2017 წლიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერების შეთანხმებას“, რომელიც დამატებითი შესაძლებლობაა სწრაფი გადაწყვეტებისა და ეფექტური შედეგების მისაღებად.