- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსდა.
“ასევე, წელს, პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სტუდენტებისთვის ამოქმედდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სასწავლებლის სტუდენტებს ფოთის მერიაში უმასპინძლა და აღნიშნული სიახლეები პირადად გააცნო.”-აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.