- ქალაქ ფოთში, ნაბადის უბანში, N-8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება შენობის ფასადი, სკოლის შიდა ინტერიერი-საკლასო ოთახები, დერეფნები, სამასწავლებლო, სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოეწყობა სკოლის ეზო. სამუშაოების შესაბამისად გამოიცვალა შენობის სახურავი.
სექტებრიდან , ახალი სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყება.
N 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინიტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, გააგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რადგან ფოთელმა მოსწავლეებმა განათლება უფრო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღონ.