- მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 7 იანვარს ფოთში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ჩატარდება ცენტრალურ პარკში, რუსთაველის მოედანზე.
იხილეთ ღონისძიების პროგრამა:
13:00-14:00 – საახალწლო მელოდიები.
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები.
14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრის და ზღაპრის გმირების მსვლელობა.
14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების გაკვეთილები.
14:15 – 15:15 – ანიმატორების საბავშვო პროგრამა.
15:15-16:15 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი.
16:15-16:30 – კოსტუმირებული ორკესტრის, ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუას შემოსვლა.
16:30-17:55 – თოვლის ბაბუას შეხვედრა ბავშვებთან.
18:00 – 20:00 – შემსრულებლები: დავით მაზანაშვილის ჯგუფი, აჩიკო ცანკაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დათო არჩვაძე, სოფო ბედია, დათუნა მგელაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ნინი შერმადინი, მერაბ ვარდოსანიძე, გიორგი სუხიტაშვილი, გიგა ჯალაღონიას ტრიო, ნინი შერმადინი.
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
წამყვანი მაია დათუნაშვილი.