- ფოთის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს შეინარჩუნა პირველი ადგილი 64 მუნიციპალიტეტს შორის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, საკუთარი შედეგების, როგორც 2021 წლის გამარჯვებულის გაუმჯობესებით.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიღწეული წარმატების პროცესში მნიშვნელოვანია მერიისა და საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მაღალი ხარისხი.
“ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას 101 კრიტერიუმით აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, მასში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება. მადლობა ყველა ორგანიზაციას, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში.”-აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.