- დღეს, ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ჩატარდა მარათონი გიორგი ნიკოლაძის თასზე, მოეწყო საჩვენებელი საიუბილეო მხატვრული გამოფენები, სპორტული გამოსვლები.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში გაიმართა ქუთაისის ფოტო-კინო მუზეუმის ექსპონატების, ნიკოლაძისეული მემორიალური ნივთებისა და უცნობი ფოტოების გამოფენა.
ნიკოს ქალაქში, დღის მთავარი მოვლენაა საიუბილეო გალა-კონცერტი.
20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება. დღესასწაულის მთავარი სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე.
ფოთელი მაყურებლის წინაშე წარდგებიან: ჯგუფი „თეატრალურის კვარტეტი“; ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე.