- საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სახლები, რომელთა ასაკი საუკუნეს სცილდება, თანამედროვე შენობებთან ერთად, რეაბილიტირდება.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ფასადების სრული რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა ახალი იზოპროპილის ვიტრაჟებით, ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება თბოიზოლაციით, დეკორატიული სანათებით შენობების განათება. ასევე, მოეწყობა ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსის გაჩერებები, მცირე ტიპის სკვერები და რეკრეაციული სივრცეები, მოხდება ტროტუარის ადაპტირება და ბოძკინტების დამონტაჟება, მთელ ქუჩაზე დაიდგმება დასასვენებელი სკამები.