- 2 ოქტომბრიდან ფოთში არტ-თერაპიის წრე იხსნება.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სრულიად უფასოდ ისარგებლებენ ფოთში მცხოვრები აუტისტური სპექტრის, განვითარების ზოგადი აშლილობის მქონე ბავშვები 6 წლიდან.
“თერაპიები, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 6 თვის მანძილზე გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სასწავლებელში. განაცხადები მიიღება 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. “-აღნიშნულია ინფორმაციაში.
წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
- ბავშვის ფოტოსურათი (3×4);
- მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
- ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
დოკუმენტაციის წარდგენა შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: samxatvrosaswavlebeli@gmail.com