- სკოლამდელი-სააღმზრდელო გაერთიანების აღსაზრდელებს ზაფხულის პერიოდში #16 საბავშვო ბაღი უმასპინძლებს.
აღსაზრდელთა მიღება რეგისტრაციის საფუძველზე განხორციელდა. საზაფხულო ბაღში ბავშვების ჩარიცხვის სურვილი, 200-მდე აღსაზრდელის მშობელმა გამოთქვა.
ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუა, სკოლამდელი-სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, ბაღში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.
საზაფხულო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.