- ენერგო ეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის სსიპ კოლეჯ „ფაზისში“ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯში არსებული მზის პანელები და მზის სადგური, გაეცნენ აღნიშნული დანადგარების მუშაობის სპეციფიკას და მოისმინეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგია.
“მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ ევროკავშირის ინიციატივით 2006 წლიდან აღინიშნება და მას უერთდება „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტები.
ამასთან, მდგრადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, კერძოდ: მიზანი 7 – ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია, მიზანი 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება, მიზანი 13 – კლიმატის საწინააღმდეგო ქმედებები, მიზანი 15 – დედამიწის ეკოსისტემები.