- ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება ქალაქის ქუჩები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, კერძო სახლების ეზოები, პარკის ტერიტორია, წყალსატევები.
მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები, უსაფრთხოების წესების დაცვით, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების ჩართულობით ხორციელდება.
ქიმიური დეზინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდით – ,,სოლფაკით” მიმდინარეობს.