- ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შოტოკან კარატე დო-ში, ფოთელმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი -ბაჩუკი სულამანიძე) 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კატა:
I ადგილი – ნინო ლიპარტია (10 წ.)
III ადგილი – მიხეილ კუკავა (12-13 წ.)
III ადგილი – ლიზი კუპრავა (14-15 წ.)
კუმიტე:
II ადგილი – ნინო ლიპარტია (10 წ.)
II ადგილი – ილია ტრაპაიძე (8-9 წ.)
III ადგილი – ილია ტრაპაიძე (8-9 წ.)
II ადგილი – ლაშა კუპრავა (9-10 წ.)
III ადგილი – ლიზი კუპრავა (14-15 წ.)
ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ წარმატებულ კარატისტებს ფოთის მერიაში უმასპინძლა, მიღწეული შედეგები მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.