- საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის რეფორმის შემაჯამებელი შეხვედრა გორი, რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს შორის გაიმართა.
შეხვედრას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების გაუმჯობესობისთვის საჭირო საკითხები. ტექნიკური პროცესების, საგარანტიო საკითხების, სისტემებისა და შემოსავლების გარე აუდიტის, სწრაფი ტექ. მომსახურების, თანამშრომელთა ფუნქციების ნათელი და ეფექტური გადანაწილების მოდელების შემუშავება და დანერგვა.