- 18 ოქტომბერს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გორის სცენაზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა და რომლის პრემიერაც საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება. პირველი თელავი იყო, ამჯერად კი – გორი.
გორში გამართულ პრემიერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ სპექტაკლში მონაწილეობს ამ ქალაქის სახელგანთქმული ქალთა კამერული გუნდი, თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით.
პროექტის ავტორია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი; რეჟისორი – გიორგი თავაძე, კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე; მონაწილეობენ: რამაზ იოსელიანი, მარინა კახიანი, ბექა ჯუმუტია.