ფოთის მუნიციპალიტეტში 653 პირველკლასელი ჩაირიცხა In მთავარი, სიახლეPosted სექტემბერი 15, 2022 დღეს, 15 სექტემბერს, ფოთის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლის კარები პირველად, ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წელს 653-მა პირველკლასელმა შეაღო.