- ფოთში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
რუსულ აგრესიას 12 ფოთელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
ომში დაღუპული ფოთის პორტის თანამშრომელთა სახელების უკვდავსაყოფად, ,,ეი პი ემ ტერმინალს ფოთის” ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა.