- ფოთში, თენგიზ ბარამიძის ქუჩაზე, განახლებული სპორტული მოედანი გაიხსნა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო მოედნის ხელოვნური ბალახის საფარი და ელექტრო განათების სისტემა, განახლდა დაზიანებული ლითონის ბადეები და კონსტრუქციები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი. მოედანი კომბინირებულია და ასრულებს, ერთდროულად, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნის ფუნქციას.
სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ფოთის მერია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და წახალისების მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად გაააგრძელებს.