- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს.
პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
ფოთისა და ბათუმის სასამართლოებმა სამივე გემი სამართალდამრღვევად სცნო და თითოეულს 65-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამურმა თანხამ კი, 64 ათასამდე ლარი შეადგინა.
პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავ გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.